ჩვენს შესახებ
სრულყოფილი მომსახურება
ჩვენი მისია
DGN ქონსალთინგი ბიზნესის მდგრად განვითარებასა და ფინანსურ სიცხადეზე ორიენტირებული წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა. ჩვენი გუნდის საერთაშორისო გამოცდილება უზრუნველყოფს იმ სტრატეგიულ ცოდნას, რომელიც დინამიკურ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად არის აუცილებელი.
ჩვენი ხედვა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, უკომპრომისო პროფესიონალიზმი და ინოვაციური მიდგომები.
DGN ქონსალთინგი სცილდება ტრადიციული ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოებს. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ სტრატეგიებსა და კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიზნესს აძლევს სტაბილურობას, მაქსიმალური ზრდის პოტენციალს და გრძელვადიანი წარმატების გარანტიას.
ფოკუსი
კლიენტზე ორიენტირება
გეოგრაფია
ადგილობრივი და საერთაშორისო
პრესა
ჩვენ შესახებ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში
Entrepreneur
BM.GE
Georgia Today
Entrepreneur
BM.GE
BM.GE
BM.GE
გუნდი
გამოცდილი პროფესიონალები თქვენი წარმატებისთვის
მმართველი პარტნიორი, საგადასახადო ექსპერტი
შორენა იმესაშვილს ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო კონსულტაციის მიმართულებით 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. იგი სპეციალიზდება უძრავი ქონების, ფარმაციის, ჯანდაცვისა და წარმოების სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის კომპლექსური საგადასახადო სტრატეგიებისა და ფინანსური შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
DGN ქონსალთინგს შემოერთებამდე, შორენა მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო ქსელებში, სადაც მართავდა მასშტაბურ ფინანსურ პროექტებს. იგი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, ბაფ-ის (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია) წევრი და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის (MBA) ხარისხს.
საგადასახადო ექსპერტი, იურისტი
ანა ლობჟანიძე პროფესიონალი საგადასახადო ექსპერტია ტრანსფერფრაისინგის, ორმაგი გადასახადის თავიდან აცილების, OECD-ის რეგულაციების, საგადასახადო აუდიტის, საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვისა და საერთაშორისო დავების სპეციალიზაციით. ანა LLM და MBA მაგისტრის ხარისხის მფლობელი და საერთაშორისო სამართლის დოქტორანტია. ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ACCA-ის წევრია. ანა ლობჟანიძეს საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.