საგადასახადო სიახლეები - დეკემბერი 2025
2025-12-31
აქციზური მარკების ღირებულების ცვლილება
2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ცვლილება, რომელიც შეეხება აქციზური და არააქციზური საქონლის მარკირების ნომინალურ ღირებულებას. ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 79-ე მუხლში და ეხება:
ახალი ტარიფები:
· საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ინოვაციური სტარტაპებისა და სათამაშო ბიზნესისთვის
ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებში,რომლის მიხედვითაც გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში დაამატეს ახალი სვეტები:
დეკლარაციის III ნაწილის სვეტებში აღინიშნება:
ასევე დაემატა დეკლარაციის III ნაწილის დანართი 17 რომელიც , წარმოადგენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხის კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით შესამცირებელი თანხის გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად.
· AML/CFT ანგარიშვალდებულების კონტროლის კითხვარის წესი
დამტკიცდა შევსების და ინფორმაციის წარდგენის პროცედურა, რომელიც მოიცავს:
· შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების განახლება
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს ახალი საფასურების დადგენას შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეულ მომსახურებაზე.