საგადასახადო სიახლეები- სექტემბერი 2025

2025-09-30

საგადასახადო სიახლეები- სექტემბერი 2025

● 2025 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით განისაზღვა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ. 

● 2025 წლის 24 სექტემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის №619 დადგენილებაში „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ .

კერძოდ საერთაშორისო კომპანისს სტატუსი უქმდება თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. სტატუსი უქმდება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება პირს, რომელსაც გაუუქმდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.

დამტკიცდა მეთოდური მითითება „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ 

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცდა მეთოდური მითითება „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ რომელიც არეგულირებს, გადასახადის გადამხდელთა მიერ გადასახადებისა და ჯარიმის 50 პროცენტის გადახდის წესებს, შესაბამისი განცხადების განხილვისა და დასკვნის გამოცემის მეთოდოლოგიას საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმების მიზნით.

მეთოდური მითითების შესაბამისად განისაზღვრა:

  • გადასახადებისა და ჯარიმის 50 პროცენტის გადახდის წესები;
  • მეთოდური მითითების გამოყენების ზოგადი პრინციპები;
  • განცხადების მიღების და განხილვის ეტაპები;
  • შედეგების გაფორმებისა და მათი ასახვის ეტაპები/წესები;

ბრძანების შესაბამისად დამტკიცდა „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ გადასახადის გადამხდელთა მიერ წარსადგენი განცხადების ნიმუში.

გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები