აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭება
2026 წლის 11 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთამინისტრის №180 ბრძანება, რომლითაცცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში.
ცვლილებები 2026 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა და გააფართოვა აქტიურიგადასახადის გადამხდელის სტატუსისმინიჭების საფუძვლები.
აქტიური სტატუსი შეიძლება მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს, თუ:
- გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია POS-ტერმინალი, მობილური POS-ტერმინალი ან ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის არ არის გაუქმებული;
- საწარმოს ან ორგანიზაციას გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში, რომელიც სტატუსის მინიჭების მომენტისთვის აქტიურია;
- გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტი (სდ);
- გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მიკრობიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რომელიც შესაბამისი თარიღისთვის ძალაშია;
- პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და აღნიშნული რეგისტრაცია სტატუსის მინიჭების თარიღისთვის არ არის გაუქმებული.
ეს ცვლილებები არ აუქმებს აქტიურისტატუსის მინიჭების უკვეარსებულ საფუძვლებს, არამედმათ დამატებით კრიტერიუმებს ამატებს. შესაბამისად, კვლავ ძალაშირჩება სხვა მოქმედისაფუძვლები, მათ შორისგადასახადის გადამხდელის რეგისტრაცია, კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციებისა დაგაანგარიშებების წარდგენა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, საკონტროლო-სალაროაპარატზე ბრუნვის დაფიქსირება დაკანონმდებლობით განსაზღვრული სხვაშემთხვევები.
გამარტივდა შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წიგნის წარმოების წესი
2026 წლის 24 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთამინისტრის №196 ბრძანება, რომლითაცცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. ცვლილებები 2026 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება და შემოსავლებისა დახარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნისწარმოების წესს ეხება.
ახალი წესით, პირს, რომელსაც უფლებააქვს გამოიყენოს შემოსავლებისა დახარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი, შეუძლია აღრიცხვის წიგნიაწარმოოს როგორც ქაღალდზე, ისე ელექტრონული ფორმით. აღრიცხვის წიგნში, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უნდააისახოს საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდისყველა სამეურნეო ოპერაცია.
ამასთან, გამარტივდა აღრიცხვის წიგნისადმინისტრირების პროცედურებიც. კერძოდ, №996 ბრძანების 28-ემუხლიდან ამოღებულია დებულებები, რომლებიცითვალისწინებდა შემოსავლების სამსახურის მიერაღრიცხვის წიგნის დალუქვისპროცედურას. შესაბამისად, გადამხდელს აღარმოუწევს საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვააღნიშნული მიზნით.
განახლებული წესისთანახმად, აღრიცხვის წიგნი, როგორც წესი, იხსნებაერთი კალენდარული წლით. თუმცა, თუ საქმიანობის სპეციფიკა ამასმოითხოვს (მაგალითად, პირსაქვს რამდენიმე სტაციონარული ობიექტიან საქმიანობას სხვადასხვა რეგიონშიახორციელებს), შესაძლებელია ერთზემეტი აღრიცხვის წიგნისწარმოებაც.
დამატებით განისაზღვრა, რომ:
- ქაღალდზე წარმოებული აღრიცხვის წიგნი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი, ხოლო ელექტრონულ ფორმაზე აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება;
- აღრიცხვის წიგნში შეტანილი შეცდომების შესწორება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და შეიცავდეს შესწორების თარიღს. ქაღალდზე წარმოებული წიგნის შემთხვევაში შესწორება ასევე უნდა დადასტურდეს გადამხდელის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით;
- თუ პირს აღარ აქვს უფლება ან ვალდებულება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, იგი ვალდებულია შეწყვიტოს შესაბამისი აღრიცხვის წიგნის წარმოება;
- აღრიცხვის წიგნის შენახვის მინიმალური ვადა განისაზღვრა არანაკლებ 3 წლით.
შეგახსენებთ, რომსაქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლებისა დახარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესისგამოყენება შეუძლიათ იმპირებს, რომლებიც საქონლისან მომსახურების რეალიზაციას უპირატესად ნაღდიანგარიშსწორებით ახორციელებენ. აღნიშნული წესიარ ვრცელდება იმგადასახადის გადამხდელებზე, რომლებიცმოგებისა და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის ვალდებულნი არიან, ან საკუთარი სურვილითაწარმოებენ ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით, აგრეთვე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელებზე.
ცვლილებები მიზნადისახავს აღრიცხვის პროცესისგამარტივებას, ელექტრონული ფორმითწარმოების ხელშეწყობასა დაგადასახადის გადამხდელების ადმინისტრაციული ტვირთისშემცირებას.
გაიზარდა წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მომსახურების საფასური
2026 წლის 8 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს მთავრობის №251 დადგენილებით გაიზარდაშემოსავლების სამსახურის მიერწინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასური.
ცვლილების თანახმად, 2027 წლის 1 იანვრიდან მომსახურების საფასურიიურიდიული პირებისთვის 20 000 ლარს, ხოლორეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის 10 000 ლარს შეადგენს. მანამდე მოქმედი ტარიფები, შესაბამისად, 10 000 და 5 000 ლარი იყო.
ახალი ტარიფებიგავრცელდება მხოლოდ იმმოთხოვნებზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურში 2027 წლის 1 იანვრიდან იქნებაწარდგენილი. აღნიშნულ თარიღამდე წარდგენილ განცხადებებზე კვლავძველი ტარიფები იმოქმედებს.
დაზუსტდა აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დაბეგვრისადმი მიდგომა
2026 წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთამინისტრის №175 საჯარო გადაწყვეტილება, რომლითაცცვლილება შევიდა 2026 წლის 14 მაისის №143 საჯაროგადაწყვეტილებაში – „ფიზიკური პირისმიერ აქტივის მიწოდების შედეგადმიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“.
ახალი ჩანაწერის თანახმად, საქმიანობა სისტემურ დაორგანიზებულ საქმიანობად ჩაითვლება მხოლოდიმ შემთხვევაში, თუპირი აქტივების შექმნას, შეძენას ან გასხვისებას ახორციელებს, როგორცმის ძირითად დადამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას, რომლისმიზანიც მუდმივი შემოსავლის მიღებაა.
შესაბამისად, მხოლოდუძრავი ქონების ფლობა, მათ შორის რამდენიმე საცხოვრებელი ბინისან სახლის საკუთრებაში ქონა, მათი ფლობის ხანგრძლივობა ანშემდგომი გაყიდვა, თავისთავად არწარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობად შეფასდეს.
ამასთან, აუცილებელია გაიმიჯნოს კერძოპირის მიერ საკუთარიაქტივის რეალიზაცია იმშემთხვევებისგან, როდესაც უძრავიქონების შექმნა, შეძენაან გაყიდვა ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება. მაგალითად, როდესაცადგილი აქვს დეველოპერულ საქმიანობას, იპოთეკური მოთხოვნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ანსხვა მსგავს ეკონომიკურ საქმიანობას.
ასეთ შემთხვევებში ფიზიკურიპირი ვერ ისარგებლებს საგადასახადო კოდექსითგათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმებით, მათშორის:
- არ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვითაც ნამეტი შემოსავალი 5%-იანი განაკვეთით იბეგრება;
- არ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლება, რომლის მიხედვითაც 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.
შესაბამისად, ცვლილებაკიდევ უფრო მკაფიოდმიჯნავს კერძო აქტივისერთჯერად რეალიზაციასა დაბიზნესსაქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივების მიწოდებას, რაცმნიშვნელოვანია შესაბამისი საგადასახადო რეჟიმისსწორად განსაზღვრისთვის.
ცვლილება 2026 წლის 11 ივნისიდან ამოქმედდა.




