ცვლილებები უცხოელი დასაქმებულების სტატუსში

2025-12-08

ცვლილებები უცხოელი დასაქმებულების სტატუსში

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა  და უცხოელმა სპეციალისტებმა

2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციები, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოში უცხოელთა ანაზღაურებადი საქმიანობის წესებს. მთავარი სიახლე არის ის, რომ ნებისმიერი უცხოელი, რომელიც საქართველოში მუშაობს ან სურს მუშაობა, ვალდებულია მიიღოს „შრომითი საქმიანობის უფლება“ (შრომითი ავტორიზაცია) და ერთ-ერთი შესაბამისი ლეგალური სტატუსი – შრომითი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.

ვინ საჭიროებს ავტორიზაციას?

ავტორიზაცია აუცილებელია:

  • შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული უცხოელისთვის;
  • თვითდასაქმებული პირებისთვის;
  • ქართველ დამსაქმებელთან დისტანციურად მომუშავე უცხოელებისთვის.

ვის არ ეხება რეგულაცია?

კანონი არ ვრცელდება:

  • მუდმივი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე,
  • ლტოლვილებსა და დამატებითი/დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებზე,
  • დიპლომატებზე,
  • საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე,
  • საზღვარგარეთის მედიაკომპანიების აკრედიტირებულ ჟურნალისტებზე.

მნიშვნელოვანი ვადები

2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით სისტემაში (labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებული უცხოელები ვალდებულნი არიან 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღონ:

  • შრომითი საქმიანობის უფლება,
  • შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

შრომითი ავტორიზაციის მიღების პროცესი

ვინ წარადგენს განცხადებს?

  • დასაქმებულის შემთხვევაში – დამსაქმებელი,
  • თვითდასაქმებულის შემთხვევაში – თავად უცხოელი.

ვადები და საფასური:

  • განხილვის მაქსიმალური ვადა – 30 დღე,
  • სახელმწიფო მოსაკრებელი –არაუმეტეს 500 ლარი.

აუცილებელი დოკუმენტები:

  • შრომითი ხელშეკრულება (თვითდასაქმებულის გარდა)
  • პასპორტი, ფოტო, ლეგალური ყოფნის   დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შემოსავლის დამადასტურებელი ცნობები,
  • დამსაქმებლის ბრუნვის დადასტურება (50,000 ლარი თითო უცხოელზე; განათლებასა და მედიცინაში –35,000 ლარი).

შრომის  ბაზრის მოთხოვნები

უცხოელის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ბაზრის მოთხოვნას. უარის საფუძველი შეიძლება გახდეს:

  • არასრულყოფილი დოკუმენტაცია
  • პოზიცია არ მიეკუთვნება მაღალკვალიფიცირებულ შრომას
  • ადგილობრივი მუშახელი საკმარისია.

აუცილებელი ვადები ვიზისა და ბინადრობის  ნებართვისთვის

ავტორიზაციის მიღების შემდეგ:

  • თუ უცხოელი ქვეყნის გარეთაა – 30 დღეში უნდა მიიღოს D1 ვიზა
  • თუ საქართველოშია – 10 დღეში უნდა შეიტანოს განცხადება შრომით ან IT ბინადრობის ნებართვაზე.

ჯარიმები

  • უცხოელის მიერ საქმიანობა ავტორიზაციის გარეშე – 2000 ლარი.
  • დამსაქმებლის პასუხისმგებლობა უცხოელის დაუფიქსირებელი საქმიანობისთვის – 2000 ლარი თითო პირზე.
  • შრომითი ხელშეკრულების ცვლილების ან შეწყვეტის დაუფიქსირებლობა 5 დღეში – 1000 ლარი თითო შემთხვევაში.
  • განმეორებითი დარღვევა – ჯარიმის გაორმაგება და შემდგომში სამმაგი თანხა.

ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლები

ავტორიზაცია წყდება, თუ:

  • შრომითი ხელშეკრულება შეწყდა
  • უცხოელმა დატოვა ქვეყანა 6 თვეზე მეტით
  • არ წარადგინა ბინადრობის განაცხადი დადგენილ ვადაში
  • მიიღო უარი ვიზაზე/ბინადრობაზე
  • მიღებულია გაძევების გადაწყვეტილება.


გააზიარე

მსგავსი პუბლიკაციები